მაკარიძის 10 სეივი და მოგება "ბენფიკასთან" - "მორიერენშე" თასის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 იანვარს, პორტუგალიის ლიგის თასის გათამაშების ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი მაკარიძის გუნდმა "მორეირენშემ" ლისაბონის "ბენფიკა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

"ბენფიკასთან" მატჩში "მორეირენშეს" კარს საქართველოს ნაკრების გოლკიპერი იცავდა, რომლის დადანაშაულება გაშვებულ ერთადერთ გოლში უსამართლობა იქნება. მეტიც, გიორგი მაკარიძემ მთლიანობაში ბრწყინვალედ ითამაშა და ამ შეხვედრაში ოფიციალურად 10 "სეივი" მიითვალა. 57-ე წუთზე ის გააფრთხილეს.

აღსანიშნავია, რომ "მორეირენშემ", რომელიც ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა, ქართველი მეკარის გარჯის წყალობით თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე "პორტუსაც" მოუგო (1:0).

- გიორგი მაკარიძის "სეივები" "პორტუსთან" მატჩში [VIDEO]

გიორგი მაკარიძესა და
"მორიერენშეს" ტიტულისთვის გადამწყვეტი ფინალური შეხვედრა 29 იანვარს, "ბრაგასთან" ელით.
მკითხველის კომენტარები / 21 /
არ არის ჯერ ეს მეკარე მზად ნაკრებისთვის თითქმის ყველა ბურთი წინ დაუვარდა და წესიერად ბურთს ხელში ვერ იჭერს
beqa
23:29 27-01-2017
0
რასქვია ბურთი წინ უვარდება და მიტო არარის სანაკრებო მეკარეო და აპა რომელია საქართველოში დღეს სანაკრებო და შეუცვლელი მეკარე ყველაზე მაგარ ფორმაშია ეგ ბიჭი დღესდღეობით არა ბიჭო ის ჯობია ბანოჯიდან დარტყმულებს რო უშობენ ჩვენი მეკარეები და უამრავ შეცდომებს ყველა თამასში.რევო იყო მაგარ ფორმაში თავის დროზე და ეხლა კიდე თავისი თავის აჩრდილიღაა დარჩენილი.უთამაშებლობა მაინც თავისას შვება.
qutaiseli
09:52 28-01-2017
0

სიახლეები პოპულარული